შეანელე... დასრულდება თუ არა კოშმარი საქართველოს გზებზე? | Allnews.Ge

შეანელე... დასრულდება თუ არა კოშმარი საქართველოს გზებზე?

21 აპრილს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ცვლილებები საგზაო მოძრაობის კანონში და საქართველოში ეგრეთ წოდებული ქულების სისტემა შემოიღო.

ამ სისტემით თითოეულ მძღოლს ენიჭება 100 ქულა. როგორც iset-pi.ge წერს, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისას, გარდა უკვე არსებული ფულადი ჯარიმისა, მძღოლს აკლდება გარკვეული რაოდენობის ქულა.

როდესაც მძღოლს ამოეწურება მინიჭებული 100 ქულა, მას მართვის მოწმობა ერთი წლით ჩამოერთმევა. ყოველი წლის პირველ იანვარს მძღოლებს ქულების ბალანსი 100-მდე შეევსებათ.

როგორ გადანაწილდება ქულები დარღვევებზე მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემის ამოქმედების შემდეგ

როგორც საზოგადოების წევრს, მაშფოთებს ყოველდღიურად საქართველოს გზებზე ტრაგიკული ავარიების და სასიკვდილო შემთხვევების შესახებ ამბების მოსმენა. მაგრამ შეცვლის კი ქულების სისტემა მძღოლების ქცევას, გახდება ჩვენი გზები მეტად უსაფრთხო ამ ცვლილებების შედეგად? სწორედ ამ შეკითხვაზე უნდა ვეძიოთ პასუხი პირველ რიგში.

არსებული მდგომარეობა

საქართველოს საგზაო წესების კანონში ცვლილებების შეტანის აუცილებლობა მწვავედ წარმოაჩინა გზებზე ავარიების მძიმე სტატისტიკამ. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის თანახმად, საქართველოში 2013 წელს საგზაო მოძრაობით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი იყო 11.8 სიკვდილი ასი ათას მოსახლეზე. ეს რიცხვი მოსახლეობის ძველი აღწერის მიხედვით არის გამოთვლილი. თუ მას ხელახლა გადავითვლით 2014 წლის აღწერის მონაცემების გამოყენებით, სტატისტიკა იზრდება 15.7-მდე – ევროპაში ამაზე უარესი ვითარება მხოლოდ რუსეთში იყო.

2017 წლის პირველ კვარტალში ავარიების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 110 შეადგინა

2008-2011 წლებში ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა მცირდებოდა, მაგრამ 2011-2016 წლებში ეს რიცხვი 4486-დან 6939-მდე გაიზარდა, ხოლო ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაშავებულთა რიცხვი 6638-დან 9951-მდე გაიზარდა. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებში გარდაცვლილთა რაოდენობა წლების მიხედვით მერყეობდა 511-დან 867-მდე.

მძიმე საგზაო შემთხვევების (დაზიანება ან სიკვდილი) მთავარი გამომწვევი მიზეზებია: 1) არასწორი მანევრირება, 2) სიჩქარის გადაჭარბება და 3) გასწრების წესების დარღვევა. არაფხიზელ მდგომარეობაში მანქანის მართვას მხოლოდ მეოთხე ადგილი უჭირავს ამ ჩამონათვალში, როდესაც არსებული სისტემა ყველაზე მკაცრ ჯარიმებს და სანქციებს სწორედ არაფხიზელ მდგომარეობაში მანქანის მართვაზე აწესებს.

რა არის ავარიების ძირითადი მიზეზი საქართველოში

და მაინც, საქართველოში შეჯახებებისა და სერიოზული დაზიანებების რაოდენობის ზრდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ავტოპარკის სწრაფი ზრდა. 2014 წელს საქართველომ დაკარგა მანქანების რეექსპორტის ბაზრის დიდი ნაწილი ყაზახეთში, აზერბაიჯანსა და სომხეთში. მანქანები, რომლებმაც ვეღარ შეაღწიეს ამ ბაზრებზე, ადგილზე გაიყიდა დიდი ფასდაკლებით. შედეგად, ავტოპარკის რაოდენობა საქართველოში 50%-ით გაიზარდა და, თუ 2011 წელს მაჩვენებელი 751,372 იყო, 2016 წელს 1,126,470 მიაღწია.

ამ პერიოდში კორელაცია მანქანების რაოდენობას, ავტოსაგზაო შემთხვევებსა და მათში დაშავებულთა რაოდენობას

შორის დადებითი და ძალიან მაღალი იყო (0.98). იხილეთ გაგრძელება

myquiz