თურქეთში ქართველი მკითხავები დააკავეს
თურქეთის ქალაქ ადანას უშიშროების სამმართველოს თანამშრომლებმა 24 მაისს, ექვს მისამართზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, 12 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
დაკავებულთა შორის კაფეების 6 მფლობელია, რომლებშიც საქართველოს ხუთი მოქალაქე მუშაობდა.
გამოცემა Millyet-ის ინფორმაციით, დაკავებულები იყვნენ ქალები, რომლებიც სხვადასხვა სამკითხაო საშუალებებს იყენებდნენ. სამართალდამცველებმა 12-ვე პირი ადანას სასამართლოს წარუდგინეს, სადაც კაფეების მფლობელები დააჯარიმეს, ექვსი მკითხავი კი, სასამართლო დარბაზიდან საბრალდებო დასკვნის გარეშე გაათავისუფლეს.