დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით "საქართველოს რკინიგზამ" ორსართულიანი ელექტრომატარებელი დაამატა | Allnews.Ge

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით "საქართველოს რკინიგზამ" ორსართულიანი ელექტრომატარებელი დაამატა

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებთან დაკავშირებით "საქართველოს რკინიგზამ" ახალი შემადგენლობა დაამატა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო ღონისძიებების გამართვასთან დაკავშირებით, გაზრდილი მგზავრთნაკადის დასაკმაყოფილებლად სს "საქართველოს რკინიგზა" 26 მაისს ქ. თბილისიდან და 28 მაისს ქ. ბათუმიდან ახალ შემადგენლობას ამატებს.

"საქართველოს რკინიგზის" ინფორმაციით, კომპანია "შტადლერის" ორსართულიანი ელექტრომატარებელი რეისებს ახალი განრიგით შეასრულებს.

მატარებელი თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან 26 მაისს გავიდა 08:50 საათზე, ბათუმში კი ჩავა 14:13 სთ-ზე, ხოლო 28 მაისს ბათუმიდან გამოვა 16:40 საათზე და თბილისში ჩამოვა 21:40 სთ-ზე.

ბილეთები იყიდება, როგორც საქართველოს რკინიგზის საბილეთო სალაროებში, ასევე სწრაფი გადახდის აპარატებით და ინტერნეტის მეშვეობით.

myquiz