სასამართლომ დემირელის კოლეჯის დაკავებულ მმართველს 3- თვიანი წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა | Allnews.Ge

სასამართლომ დემირელის კოლეჯის დაკავებულ მმართველს 3- თვიანი წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დემირელის კოლეჯის ერთ-ერთ მმართველს, მუსტაფა ემრე ჩაბუქს 3- თვიანი წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა.

აღნიშნულით სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

როგორც პროკურორმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, ჩაბუქს ბრალად შეიარაღებული ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედება, რაც მძიმე დანაშაულია და განგრძობადობა ახასიათებს.

მისივე თქმით, მუსტაფა ემრე ჩაბუქი თავს არიდებს გამოძიებას და თურქული მხარისგან მოწოდებული მასალების თანახმად, მიმალვაში იმყოფება. სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიციით, წინასაექსტრიდაციო პატიმრობის გარდა სხვა აღკვეთის ღონისძიება ვერ იქნება საკმარისი ბრალდებულის დანაშაულებრივი ქმედებების გაგრძელების აღსაკვეთად.

დაცვის მხარე ჩაბუქისთვის 10 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას მოითხოვდა.

თბილისის დემირელის კოლეჯის ერთ-ერთი მმართველი, მუსტაფა ემრე ჩაბუქი ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ბრალდებით გუშინ დააკავეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ჩაბუქის ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა განუცხადა, საუბარია ფეთჰულა გიულენთან დაკავშირებულ ამერიკაში რეგისტრირებულ ორგანიზაცია FETO-ზე, რომელიც თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული. ადვოკატის აზრით, ბრალდება უსაფუძვლოა.

 

დემირელის კოლეჯის დაკავებული მმართველი - ცხოვრებაში პატარა დანაც არ მიტარებია, ჯიბეში მარტო ცარცი მომეძებნებოდა

 

myquiz