C ჰეპატიტის პროგრამის მოსარგებლეთა არეალი ფართოვდება | Allnews.Ge

C ჰეპატიტის პროგრამის მოსარგებლეთა არეალი ფართოვდება

C ჰეპატიტის პროგრამის მოსარგებლეთა არეალი ფართოვდება და პირადობის ნეიტრალური მოწმობის მქონე პირები C ჰეპატიტის სამკურნალო, უახლესი თაობის, ძვირადღირებულ მედიკამეტებს უსასყიდლოდ მიიღებენ,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა და აღნიშნა, რომ საკითხი დღეს მთავრობის სხდომაზე განიხილეს.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ფარმაცევტულ კომპანია "გილეადს" შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდული, რომლის მიხედვითაც, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირები, რომელთაც პირადობის ნეიტრალური მოწმობა ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი აქვთ C ჰეპატიტის პროგრამაში ჩაერთვებიან.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღემდე, C ჰეპატიტის პროგრამაში დარეგისტრირებულია 38 000-მდე ბენეფიციარი, მათ შორის მკურნალობაში ჩაერთო 37 500-ზე მეტი პაციენტი, მკურნალობის კურსი 29 000-ზე მეტმა დაასრულა. განკურნების მაჩვენებელი 98% შეადგენს.

myquiz