ფარმაცევტულ კომპანიებს კლინიკების ფლობის უფლება არ ექნებათ | Allnews.Ge

ფარმაცევტულ კომპანიებს კლინიკების ფლობის უფლება არ ექნებათ

ჯანდაცვის სამინისტრო ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ ახალ კანონზე მუშაობს და ამ მიზნით უწყებაში სამუშაო ჯგუფიც არის შექმნილი.

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, კანონპროექტი სამ ძირითად მოთხოვნას უპასუხებს: წამლის ხარისხის კონტროლის მექანიზმის გაუმჯობესება, კონკურენტუნარიანობის ზრდა და რეგულაციები, რომლებიც შესაძლებელს გახდის ზღვრული ფასები დაწესდეს ყველაზე მოთხოვნად მედიკამენტებზე.

კანონპროექტის დეტალებზე "რადიო პალიტრას" გადაცემაში "საქმე" ჯანდაცვის სამინისტროში შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრმა, ექსპერტმა ფარმაციის საკითხებში, თინა ტურძილაძემ ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, კანონპროექტი "გლობალ ალიანს კონსალტინგმა" შეიმუშავა, რომლის გაცნობასა და განხილვას სამუშაო ჯგუფი მალე დაასრულებს. ტურძილაძის თქმით, ამ საკითხზე მსჯელობის დაწყება, მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტში ბევრი რამ მისაღები, ბევრიც კი განსჯის საგანია, მაინც დადებითია.

"სამინისტრო ამ კანონით ქვეყანაში არსებული რეგულირების მოდელის რადიკალურად შეცვლას გეგმავს.

დღეს ქვეყანაში ლიბერალური რეგულირების მოდელია, რომელიც ფარმაცევტულ სექტორში, მინიმალურ ინტერვენციას ითვალისწინებს. შესაბამისად უსაფრთხოებასთან და ეფექტურობასთან დაკავშირებული გარანტიებიც მინიმალურია.

ახალი მოდელი კი სახელმწიფოს მხრიდან ტოტალურ ინტერვენციას გულისხმობს, რაც მართალია ბაზარზე არსებული წამლების უსაფრთხოებისა და ხარისხის გარანტიას იძლევა, თუმცა, გარკვეული რისკებიც ახლავს. შესაძლოა ამ მოდელით დახურული და რთული სისტემა მივიღოთ. ეს არის ევროპული მოდელი, თუმცა უკვე ცოტა მოძველებულია, დაახლოებით, 10-15 წლის წინანდელი. ამიტომ სამინისტროს ვთავაზობთ, რომ მისი თითოეული ინსტრუმენტი, თუ მეთოდოლოგია გავაუმჯობესოთ ,"- აღნიშნა ტურძილაძემ.

მისივე თქმით, ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ კანონში იმაზეც არის საუბარი, თუ როგორ გამოსწორდეს სექტორში არსებული ბიზნესმოდელები, როცა წარმოება, რეალიზაცია, სადაზღვეო სექტორი, კლინიკა და ა.შ. ერთი კომპანიის ხელშია მოხვედრილი. წაიკითხეთ გაგრძელება

myquiz