თბილისის შემოვლითი და ნატახტარი-ჟინვალის გზების პროექტირება იწყება | Allnews.Ge

თბილისის შემოვლითი და ნატახტარი-ჟინვალის გზების პროექტირება იწყება

საქართველოს მთავრობა თბილისის შემოვლითი და ნატახტარი-ჟინვალის გზების პროექტირებას იწყებს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

"ვიწყებთ თბილისის შემოვლითი გზის პროექტის და ასევე, თბილისი-ჟინვალის მონაკვეთის პროექტირებას. ეს არის 55 კმ-იანი გზა თბილისის შემოვლითი პროექტის და ნატახტარი-ჟინვალის 28 კმ-იანი მონაკვეთი. ეს იქნება ალტერნატიული ჩქაროსნული მაგისტრალი, რომელიც მნიშვნელოვნად განტვირთავს ჩვენს ქალაქს. ასევე, ეს იქნება მლეთა-კობის მონაკვეთისკენ მიმავალი ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის დასაწყისი და ვფიქრობთ, რომ ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის სრულად განხორციელებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია", - განაცახდა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისი თქმით, დღეს იწყება პროექტირება, რომელიც 15 თვეში დასრულდება და შემდეგ დაიწყება მშენებლობა.

"საერთოდ უნდა ვთქვა, რომ პროექტირების და დიზაინის მომზადების პროცესში დღეს უკვე ძალიან ბევრი პროექტია. მოგეხსენებათ, წელს ჩვენი ინფრასტრუქტურული ხარჯები მნიშვნელოვნად გაიზარდა. მომავალ წელს კიდევ გაორმაგება იგეგმება შარშანდელ მონაცემთან მიმართებაში და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს მნიშვნელოვან ეფექტს მოიტანს როგორც ეკონომიკური ზრდის, ისე დასაქმების კუთხით. მომავალი წლის გაზაფხულიდან ერთდროულად ჩაირთვება ძალიან ბევრი პროექტის მშენებლობა, რაც ძალიან დაეტყობა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

myquiz