რა ხდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ვიზალიბერალიზაციის შემდეგ | Allnews.Ge

რა ხდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ვიზალიბერალიზაციის შემდეგ

ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა ჰაბ ჯორჯია საკუთარ ფეისბუქის გვერდზე ვიდეო მასალას ავრცელებს, რომელშიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან მგზავრთა რიგია ასახული. როგორც ჰაბ ჯორჯიას აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, ვიზალიბერალიზაციის შემდეგ გაზრდილ მგზავრთა ნაკადს თბილისის საერთაშრისო აეროპორტი ვეღარ უმკლავდება. ვასო ურუშაძის განმარტებით, რიგები განსაკუთრებით თვალშისაცემი ღამის საათებშია.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მმართველ კომპანია TAV Georgia-ში აცხადებენ, რომ კადრებში ასახული ხალხმრავლობა დაცვის პოლიციის მიერ მგზავრთა შემოწმების პროცედურებით არის გამოწვეული.

დღეისათვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალი 2 მილიონ 800 ათას მგზავრზეა გათვლილი.

myquiz