საქართველოში გამოკითხულთა თითქმის ნახევარი წიგნებს არ კითხულობს | Allnews.Ge

საქართველოში გამოკითხულთა თითქმის ნახევარი წიგნებს არ კითხულობს

გამოკითხულთა თითქმის ნახევარი, 48% წიგნებს არ კითხულობს.

ამის შესახებ, IPM-ის კვლევაშია ნათქვამი. კვლევის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით 500 ადამიანი გამოიკითხა.

მონაცემები ასაკის მიხედვით იყოფა. "18-29 წლის ადამიანები წელიწადში დაახლოებით, 5 წიგნს კითხულობენ. 30-54 წლის ასაკის ადამიანები საშუალოდ 3 წიგნს კითხულობენ. ამ ასაკობრივ კატეგორიაში ქალები 1 წიგნით მეტს კითხულობენ, ვიდრე მამაკაცები.

ასევე 3 წიგნს კითხულობენ, 55 წელს ზევით მოქალაქეები. ამასთან, 18-29 წლის ასაკობრივ კატეგორიაში თითქმის ყველა ქალი ახერხებს მინიმუმ 1 წიგნის წაკითხვას, მაშინ როცა მამაკაცების 30%-ი საერთოდ არ კითხულობს," - წერია კვლევაში.

წყარო: bpn.ge

myquiz