სოციალურ ქსელში კადრები ვრცელდება, რომელშიც სავარაუდოდ ლაშა თორდია ფიგურირებს | Allnews.Ge

სოციალურ ქსელში კადრები ვრცელდება, რომელშიც სავარაუდოდ ლაშა თორდია ფიგურირებს

სოციალურ ქსელში ლაშა თორდიას სავარაუდო მონაწილეობით ვიდეო ერთ-ერთმა მომხმარებელმა გაავრცელა. კადრები შიდა სამეთვალყურეო კამერით არის გადაღებული. როგორც ვიდეოს ავტორი წერს, კადრებში ჩანს ლაშა თორდია, რომელიც იარაღით ბარის თანამშრომელს ემუქრება. ვიდეოს გამავრცელებელი წერს, რომ დაპირისპირების მიზეზი მუსიკის ხმა გახდა. როგორც კადრებში ჩანს, სავარაუდოდ, ვიდეო 2016 წლის 24 დეკემბერსაა გადაღებული.

აუდიტის სამსახურის უფროსი ლაშა თორდია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით განცხადებას ცოტა ხანში გააკეთებს.

myquiz