კლინიკა "ლანცეტის" დირექტორს პატიმრობა შეეფარდა | Allnews.Ge

კლინიკა "ლანცეტის" დირექტორს პატიმრობა შეეფარდა

კლინიკა "ლანცეტის" დირექტორს ფარმან ჯეირანლის აღმკვეთი ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მიიღო.

როგორც მოსამართლემ განმარტა, არსებობდა ბრალდებულის მხრიდან მიმალვის ან მოწმეებზე ზემოქმედების საშიშროება. აღნიშნულ დასაბუთებულ ვარაუდს კი მხარეების მიერ დღევანდელ პროცესზე წარმოდგენილი მტკიცებულებები იძლეოდა.

დაცვის მხარე პატიმრობის სანაცვლოდ გირაოს სახით 100 ათასი ლარის გადახდას მოითხოვდა, თუმცა მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ გაითვალისწინა.

წინასასამართლო სხდომა 12 ივლისს 15:00 საათზე ჩაინიშნა.

myquiz