ნინო კუზანოვა "ლანცეტის" დირექტორზე - ეს ცილისწამებაა | Allnews.Ge

ნინო კუზანოვა "ლანცეტის" დირექტორზე - ეს ცილისწამებაა

ოპერაციაზე დათანხმებასთან კავშირი არ მაქვს, ეს ცილისწამებაა, კარდიოლოგმა როგორ შეიძლება ურჩიოს ვინმეს ღვიძლზე ოპერაცია უნდა გაიკეთოს თუ არა?!, - ასე პასუხობს ექიმი ნინო კუზანოვა კლინიკა "ლანცეტის" დირექტორის, ფარმან ჯეირანლის ბრალდებას.

ნინო კუზანოვასთან ინტერვიუს "ამბები.გე" ავრცელებს. ინტერნეტ გამოცემასთან საუბრისას კუზანოვა აღნიშნავს, რომ ის კლინიკის საქმიანობაში ჩახედული პირი არ იყო, რადგან ჯეირანლისა და მისი შეხედულებები ერთმანეთისგან განსხვავებულია.

"ჩემი შეხედულება თანამედროვე კლინიკაზე განსხვავდება მისი შეხედულებებისგან, სწორედ ამიტომ დავტოვე სამსახური! ყოველთვის თვლიდა, რომ ხელს ვუშლიდი, ამიტომ ბევრ რამეში საერთოდ არ მახედებდა. ეს მისი, როგორც მფლობელის ნება იყო. სამწუხაროდ, მე ხელს ვერ ვუშლიდი. მე ოპერაციაზე დათანხმებასთან კავშირი არ მაქვს, ეს ცილისწამებაა, კარდიოლოგმა როგორ შეიძლება ურჩიოს ვინმეს ღვიძლზე ოპერაცია უნდა გაიკეთოს თუ არა?! მე მკითხეს, თუ როგორი სპეციალისტი იყო ქირურგი და ჩემს ხელთ არსებული მონაცემებით, მასზე კარგის მეტს ვერაფერს ვიტყოდი", - განაცხადა ნინო კუზანოვამ.

ლანცეტის" დირექტორმა ფარმან ჯეირანლიმ განაცხადა, რომ არსებობენ დაინტერესებული პირები, ვისაც არ სურთ საქართველოში არსებობდეს მაღალი დონის კლინიკა. ამის შესახებ ბრალდებულ ფარმან ჯეირანლის ადვოკატმა გელა ნიკოლეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. კლინიკა "ლანცეტის" დირექტორიმა ფარმან ჯეირანლიმ გუშინდელ სასამართლო პროცესზე დაინტერესებულ პირებად ნინო კუზანოვა და დიმიტრი გაბუნია დაასახელა.

myquiz