საქართველოში 20-მდე "ზებრა"-გადასასვლელი მოიხატა | Allnews.Ge

საქართველოში 20-მდე "ზებრა"-გადასასვლელი მოიხატა

შსს-ს კამპანიის ფარგლებში, საქართველოში 20-მდე "ზებრა"-გადასასვლელი მოიხატა შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიას - "შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის" საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლები - მუნიციპალიტეტების თანამშრომლები, მხატვრები, სტუდენტები და მოსწავლეები შემოუერთდნენ. ადგილობრივი თვითმმართველობების მხარდაჭერით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში ერთდროულად 20-მდე "ზებრა"- გადასასვლელი მოიხატა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ბათუმის მერიის მხარდაჭერით, ერას მოედანთან მდებარე "ზებრა"-გადასასვლელი ბათუმის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა რუსთაველისა და გამსახურდიას ქუჩების კვეთასთან მდებარე გადასასვლელი კი - ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა მოხატეს.

ახალციხის ცენტრალურ პარკთან, ნათენაძის ქუჩაზე, "ზებრა"- გადასასვლელი საპატრულო პოლიციისა და ადგილობრივი სამხატრო სკოლის მხარდაჭერით მოიხატა.

გორში ორი "ზებრა"-გადასასვლელი ადგილობრივი სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა თელავის ცენტრში კი, ერეკლე მეორის ქუჩაზე მდებარე გადასასვლელი - ელენე ახვლედიანის სახელობის სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა მოხატეს.

კამპანიის ფარგლებში, ქუთაისში - 3, ზუგდიდსა და ფოთში - 4, მცხეთაში - 1, რუსთავში - 2 , ოზურგეთში კი 1 "ზებრა"- გადასასვლელი მოიხატა.

"ზებრა"-გადასასვლელებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს კამპანიის სლოგანები, საგზაო ნიშნები და სხვადასხვა ფიგურებია გამოსახული.

"აქციის მიზანია ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება", - ნათქვამია ინფორმაციაში.

myquiz