გიორგი მამალაძის ადვოკატი - გრანტების მოძიება ორი მეუფის ლოცვა-კურთხევით ხორციელდებოდა | Allnews.Ge

გიორგი მამალაძის ადვოკატი - გრანტების მოძიება ორი მეუფის ლოცვა-კურთხევით ხორციელდებოდა

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის ინფორმაციით, გრანტების მოძიებაზე დეკანოზს ლოცვა-კურთხევა ორი მეუფისგან ჰქონდა აღებული. როგორც გიორგი ფანცულაიამ განაცხადა, ის რომ დეკანოზი გრანტების მოძიებით იყო დაკავებული იცოდა პატრიარქის მდივან-რეფერეტმა შორენა თეთრუაშვილმა.

"ორი მეუფის ლოცვა-კურთხევით ხორციელდებოდა ეს ყველაფერი და შორენა თეთრუაშვილიც იყო საქმის კურსში. რომელი მეუფეების კურთხევა ჰქონდა ამას ვერ ვიტყვი ვიდრე დეკანოზის ნებართვა არ მექნება. შორენა იმდენად იყო გრანტებში ჩართული, რომ ასე ამბობდა: "სოროსის ფული არ მოვიზიდოთ, სოროსის ფული არ გვინდა. მასონების ფული არ გვინდა", - განაცხადა ფანცულაიამ.

რაც შეეხება საპატრიარქოს იურიდიულ სამსახურს, როგორც ადვოკატი აღნიშნავს, როგორც მან იცის ასეთი საკითხები იურიდიულ სამსახურთან არ თანხმდებოდა.

"საპატრიარქოს თანამშრომლები ვისაც ვკითხე ყველამ მითხრა, რომ საპატრიარქოს იურიდიულ სამსახურს ასეთ რამეს არ უთანხმებენ. არ ვიცი იმ ორმა მეუფემ და შორენა თეთრუაშვილმა ჩააყენეს საქმის კურსში ედიშერ ქარჩავა თუ არა. შეიძლება ჩააყენეს და არ ამბობს", - აღნიშნა დეკანოზის ადვოკატმა.

myquiz