დეკანოზი გიორგი მამალაძე საპატრიარქოს წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავს | Allnews.Ge

დეკანოზი გიორგი მამალაძე საპატრიარქოს წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავს

ცილისწამებისთვის, პატივისა და ღირსების შელახვისთვის ედიშერ ქარჩავას განცხადების საფუძველზე, საპატრიარქოს წინააღმდეგ სასამართლოს მივმართავთ, - ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა მას შემდეგ განაცხადა, რაც ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა.

მიხეილ რამიშვილის განცხადებით, სასამართლოს უახლოეს ხანში მიმართავენ.

"ე.წ. ტრანზაქციები, რომლებიც თურმე ხორციელდებოდა, არის სრული სიცრუე. მინდა ხაზი გავუსვა ერთ ფაქტს, რომ გიორგი მამალაძის კომპიუტერში იყო ეს ინფორმაცია - ეს კომპიუტერი ინახება პროკურატურაში, ეს არის პროკურატურის მიერ ამოღებული ე.წ. ვითომდა ტრანზაქციები, რომელიც გადაეცა საპატრიარქოს. ედიშერ ქარჩავას მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოსდა ეს საბუთები ინახებოდა საპატრიარქოში, რომელიღაც სასულიერო პირთან, ეს არის სიცრუე. არ ინახებოდა", - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

myquiz