გარემოს ეროვნული სააგენტო 23–28 მაისს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს | Allnews.Ge

გარემოს ეროვნული სააგენტო 23–28 მაისს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ძლიერი წვიმის გამო, საქართველოს დიდ და საშუალო მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მატება.

გარემოს ეროვნული სააგენტო 23 – 28 მაისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

25 მაისამდე საქართველოში კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ზოგან შესაძლებელია სეტყვა. ძლიერი წვიმის გამო, საქართველოს დიდ და საშუალო მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მატება. ჰაერის ტემპერატურა +18, +23 გრადუსი იქნება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25 მაისს შედარებით გამოიდარებს და 26 მაისს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +24, +29 გრადუსამდე მოიმატებს. 27 მაისს დღის მეორე ნახევრიდან და 28 მაისს ისევ წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.

myquiz