სოფელი კლდეისი გარესამყაროს მოწყდა | Allnews.Ge

სოფელი კლდეისი გარესამყაროს მოწყდა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელი კლდეისი გზაზე ჩამოწოლილი კლდის მასის გამო, გარესამყაროს მოწყვეტილია. სოფელთან დამაკავშირებელ გზაზე კლდის მასა წუხელ, გვიან ღამით უხვი ნალექის გამო ჩამოიშალა.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ კლდეისთან დამაკავშირებელი გზის გაწმენდა დილიდან აქტიურად მიმდინარეობს. როგორც გამგებლის წარმომადგენელი კლდეისის ადმინისტრაციულ ერთეულში, ომარ ზირაქაშვილი აცხადებს, გზის გაწმენდა ადგილობრივი ძალებით დაიწყეს, თუმცა დამატებითი სპეცტექნიკაა საჭირო.

შპს RTD-ს მძიმე ტექნიკა უკვე გზაშია და სოფელ დიდ კლდეისთან დამაკავშირებელი გზის გაწმენდა ჩამოშლილი კლდის მასისგან, სავარაუდოდ რამდენიმე საათში დასრულდება.

"გზის გაწმენდამდე, სოფელში ვინმეს თუ სამედიცინო დახმარების აღმოჩენა დასჭირდება, ადგილზევე აღმოუჩენენ. მოსახლეობაში პანიკა არ არის. სამედიცინო დახმარების მიღების პრობლემა მოსახლეობას არ ექნება. სოფელში გვყავს მედპერსონალი, ასევე, თუ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახება დაჭირდა ვინმეს, შემოვლითი გზით ჩამოიყვანენ აქამდე. შემსრულებელი კომპანიის მძიმე ტექნიკა, რომელიც გზის რეაბილიტაციას ასრულებს, უკვე გზაშია და ვფიქრობ, რომ საღამოს საათებში გზა უკვე გამავალი იქნება", - განაცხადა ომარ ზირაქაშვილმა.

myquiz