შსს ავტომანქანის ექსტრემალურ მართვაში პატრულის გადამზადებას აპირებს | Allnews.Ge

შსს ავტომანქანის ექსტრემალურ მართვაში პატრულის გადამზადებას აპირებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ავტომანქანის ექსტრემალურ მართვაში პატრულის გადამზადებას აპირებს. აღნიშნული გეგმის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა Palitranews-ის გადაცემაში - "ჩემი კითხვა" ისაუბრა.

როგორც ხუციშვილმა განმარტა, დღეის მდგომარეობით შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ არსებობს, რის გამოც ამ სტანდარტით პატრულები ვერ მზადდებიან. "ჯერჯერობით პოლიციის აკადემია რა სტანდარტითაც მუშაობს არის ის, რომ ვერავინ ჩააბარეს საპატრულო კურსებზე, თუ მას არ აქვს მართვის მოწმობა. მხოლოდ ეს არის სტანდარტი და პრაქტიკული მომზადება არ ხდება, თუმცა, აკადემიაში დავიწყეთ დიდი სერია რეფორმების, რომელიც ეძღვნება იმას, რომ ჩვენი სწავლება, რომელიც პატრულების ნაწილში თეორიულ სწავლებას გულისხმობს, პრაქტიკული უნარების შეძენაში გადავიდეს.

ეს საკმაოდ ძვირიანი ინფრასტრუქტურული პროექტია. ამას სჭირდება სპეციალური ტრასა. ქვეყანაში არ არსებობს ექსტრემალური ტარების სტანდარტი და ჩვენ მივესალმებით, რომ ქვეყანაში იყოს ასეთი ცენტრი, რომელსაც ჩვენც შევუკვეთავთ პატრულების მომზადებას და ასევე მოქალაქეებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი. ამაზე ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს. დაახლობით 3-4-მილიონიანი პროექტია, რომ ამგვარი ტრასა შეიქმნას. როგორც კი ტრასა შეიქმნება, დავიწყებთ პატრულების გადამზადებას ექსტრემალურ ტარებაში”, - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

myquiz