საქართველოში წვიმა სამი დღე შენარჩუნდება | Allnews.Ge

საქართველოში წვიმა სამი დღე შენარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოში წვიმა სამი დღე შენარჩუნდება.

როგორც აღნიშნულ ცენტრში განაცხადეს, ხვალ, საქართველოს მასშტაბით ქარიც გაძლიერდება.

"დღეს, ხვალ და ზეგ იწვიმებს, დროგამოშვებით ძლიერად. ხვალ ქარიც უნდა გაძლიერდეს. თბილისშიც და ზოგადად, საქართველოს მასშტაბით ჩვენ გვაქვს ცუდი ამინდი. იქნება წვიმა, ზოგან - ძლიერი, ქარიც გაძლიერება, ზოგან იქნება სეტყვაც", - განაცხადეს გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრში.

დღეს აღმოსავლეთ საქართველოში რამდენიმე რაიონი დაისეტყვა , მათ შორის, ბორჯომი, ბაკურიანი და გორი.

myquiz