"აეროსმიტის" კონცერტზე დარბაზთან მსურველები მატარებლით მივლენ | Allnews.Ge

"აეროსმიტის" კონცერტზე დარბაზთან მსურველები მატარებლით მივლენ

"ბლექ სი არენასთან" ახლოს ახალი სარკინიგზო სადგური მოეწყო. ამის შესახებ "საქართველოს რკინიგზის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი, დაჩი ცაგურია "ფეისბუქში" წერს. ცაგურიას თქმით, ახალი სადგური ფონდმა "ქართუმ" დააფინანსა და იგი საკონცერტო დარბაზთან 300-400 მეტრში მდებარეობს.

"საკონცერტო დარბაზთან ახლოს თითქმის 300-400 მეტრში ფონდმა "ქართუმ" დააფინანსა და ააშენა ახალი მაღალბაქნიანი სარკინიგზო სადგური, რომელიც ამჯერად მოემსახურება "აეროსმიტის" კონცერტზე ჩასულ მგზავრებს და მატარებლიდან პირდაპირ საკონცერტო დარბაზში შეეძლებათ მისვლა. მოკლედ, ხვალ 12:00 საათზე იქ ვიქნები თავად და დაგათვალიერებინებთ ამ ახალ ძალიან საჭირო და მნიშვნელოვან სადგურს, სადაც გაჩერდება ჩვენი ულამაზესი ორსართულიანი "შტადლერის" მატარებელი და თუ სურვილი გექნებათ ბათუმამდე ჩაგიყვანთ ამ ახალი მატარებლით", - წერს ცაგურია.

"აეროსმიტის" კონცერტი 20 მაისს "ბლექსი არენაზე" გაიმართება.

myquiz