პირველი ფოტოები თბილისის ახალი ზოოპარკიდან | Allnews.Ge

პირველი ფოტოები თბილისის ახალი ზოოპარკიდან

თბილისის ზოოლოგიური პარკის ახალ ტერიტორიაზე პირველი ვოლიერი გაიხსნა. ღონისძიებას თბილისის მერი დავით ნარმანია, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე, ასევე გერმანიის ელჩი საქართველოში ჰაიკე ფაიჩი და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIძ) წარმომადგენლები დაესწრნენ. ახალი ვოლიერი ერთ ჰექტარზეა განთავსებული და მასში ამ ეტაპზე სამი დათვი და ოთხი მგელია გადაყვანილი.

როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, თბილისის ახალი ვოლიერის მოსაწყობად თანხები თბილისის მთავრობამ, ასევე 150 000 ევროს ოდენობით გერმანიის მთავრობამ გამოყო.

დავით ნარმანიას განცხადებით, თბილისის ახალი ზოოპარკისთვის დაახლოებით 50 ჰექტრამდე ტერიტორიააა გამოყოფილი, მის გვერდით მდებარეობს დენდროლოგიური პარკი, სადაც გამწვანების ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს, რათა ამ ტერიტორიას რეკრიაციული ფუნქცია ჰქონდეს.

"გერმანიის მთავრობის მხარდაჭერითა და ჩვენი რესურსებით დავიწყეთ ეტაპობრივი გადმოყვანა იმ ცხოველების, რომლებიც ზოოპარკის ძველ ტერიტორიაზე შევიწროებულ ფართობზე იყვნენ. ძალიან მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, რომ ზოოპარკისთვის გამოყოფილი ეს ტერიტორია განვითარდეს, მეორე მხრივ, ცხოველები უფრო თავისუფალ გარემოში იყვნენ. ეს პროცესი შემდეგ წლებშიც გაგრძელდება, რათა ზოოპარკი ამ ტერიტორიაზე დაფუძნდეს და განვითარდეს. ეს ტერიტორია თბილისის გენერალური განვითარების გეგმითაც და თბილისის ზღვის არეალის განვითარების გეგმითაც, ზოოპარკისთვის არის გათვალისწინებული. მიმდებარე ტერიტორიაზე აქტიურად ხორციელდება გამწვანების ღონისძიებები, რათა რეკრიაციულად განვითარდეს", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

მისივე თქმით, თბილისის ზოოპარკის გადმოტანას ძველი ტერიტორიიდან ზღვის მიმდებარედ 4-5 წელი დასჭირდება და ეს ფინანსებზე იქნება დამოკიდებული.

 ფოტოები ეკუთვნის ეკა ბახუტაშვილს

myquiz