გზებზე შექმნილი საცობის მიზეზით, ოთარ ფარცხალაძე საგამოძიებო უწყებაში ამ დრომდე არ მისულა | Allnews.Ge

გზებზე შექმნილი საცობის მიზეზით, ოთარ ფარცხალაძე საგამოძიებო უწყებაში ამ დრომდე არ მისულა

ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე საგამოძიებო უწყებაში ამ დრომდე არ მისულა. ფარცხალაძე ძველი თბილისის პირველ განყოფილებაში გამოკითხვაზე 15:00 საათზე იყო დაბარებული, თუმცა როგორც "ინტერპრესნიუსს" მისმა ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა განუცხადა, საგამოძიებო უწყებაში მისვლას გზებზე შექმნილი საცობის გამო აგვიანებენ.

მისივე ინფორმაციით, გამოკითხვაზე გამოცხადებას დაახლოებით 15 წუთში შეძლებენ.

ფარცხალაძე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროს ლაშა თორდიასთან დაპირისპირების საქმეზე უნდა გამოიკითხოს.

myquiz