გაგუას კლინიკაში გარდაცვლილი ქალის ოჯახმა ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოში საჩივარი შეიტანა | Allnews.Ge

გაგუას კლინიკაში გარდაცვლილი ქალის ოჯახმა ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოში საჩივარი შეიტანა

გაგუას კლინიკაში გარდაცვლილი მელოგინის ოჯახმა ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს საჩივრით მიმართა.

როგორც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში განაცხადეს, წესების თანახმად, ამჟამად დაზუსტების პროცედურები მიმდინარეობს, ნამდვილად კანონიერი წარმომადგენლის მიერ არის თუ არა საჩივარი შეტანილი.

პარალელურად, რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლები გაგუას კლინიკაში მუშაობენ. ასევე სამინისტროს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში მზად იქნება სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა გაკვეთის შედეგის შესახებ.

"აღნიშნული პროცედურების შემდეგ, საქმე რეცენზიაზე წავა და მას კომისია განიხილავს", - განმარტავენ ჯანდაცვის სამინისტროში.

გაგუას კლინიკაში ახალგაზრდა ქალი პირველ მაისს გარდაიცვალა. მან 30 აპრილს იმშობიარა, 1-ელ მაისს კი კლინიკაში დაიღუპა. ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტომ კლინიკიდან შესული შეტყობინების საფუძველზე მოკვლევა დაიწყო. ოჯახმა სააგენტოში საჩივარი 8 მაისს შეიტანა.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

myquiz