ევროპის ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი ღამის კლუბში დაჭრეს | Allnews.Ge

ევროპის ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი ღამის კლუბში დაჭრეს

მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი ღამის კლუბში დაჭრეს. Sportall.ge-ს ინფორმაციით, ქართველი მოჭიდავე, ევროპის ორგზის ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი ამჟამად ე.წ. "არამიანცის" საავადმყოფოში მკურნალობს.

არსებული ინფორმაციით, ორი დღის წინ თბილისის ერთ-ერთ ღამის კლუბში დათუნაშვილს უცნობ პირებთან შელაპარაკება მოუვიდა, რის შემდეგაც მას დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ს 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

myquiz