კვირის ბოლომდე ცვალებადი ამინდი შენარჩუნდება | Allnews.Ge

კვირის ბოლომდე ცვალებადი ამინდი შენარჩუნდება

კვირის ბოლომდე საქართველოში კვლავ ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. როგორც გარემოს ეროვნულ ცენტრში განაცხადეს, 11 მაისამდე საქართველოში დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება. აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა. აღნიშნულ პერიოდში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 22-27 გრადუსი იქნება.

11 მაისს დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 12-17, აღმოსავლეთ საქართველოში 15-20 გრადუსამდე დაიკლებს, ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

12 მაისს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს. 13-14 მაისს კი ხანმოკლე წვიმა მხოლოდ ცალკეულ რაიონშია მოსალოდნელი. 12-15 მაისს ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს.

myquiz