პეკინის გამზირზე ავტობუსების ხაზი მოეწყობა | Allnews.Ge

პეკინის გამზირზე ავტობუსების ხაზი მოეწყობა

პეკინის გამზირზე გზის საფარის განახლების შემდეგ ავტობუსების ხაზი მოეწყობა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ სამომავლო პროექტებზე საუბრისას განაცხადა.

თბილისის მერის თქმით, პეკინის გამზირის გზის საფარის რეაბილიტაცია 15 ივნისს დაიწყება და სამი თვე გასტანს.

"სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია "ბლექ სი ჯგუფი" განახორციელებს. პეკინის გამზირის გზის საფარის რეაბილიტაცია 15 ივნისს დაიწყება და 15 სექტემბრისთვის დასრულდება. გამზირზე მიწისქვეშა კომუნიკაციები შეიცვლება.

პეკინის გამზირის გზის ქვეშ ოთხი მაგისტრალური მილსადენი გადის. კერძოდ, წყლისა და გაზის. დაზიანებული მილების გამო წყლი გზას ქვემოდან რეცხავს. ამიტომ სამუშოების შესრულება აუცილებელია, რათა გზის ზედაპირი ტალღოვანი არ იყოს, როგორც ახლაა", - განაცხადა ნარმანიამ.

მისივე თქმით, საგზაო სამუშაოების მიმდინარეობისას საპატრულო პოლიციასთან შეთანხმებით ეტაპობრივად მოხდება პეკინის გამზირზე საგზაო მოძრაობის შეზღუდვა.

საგზაო სამუშაოების დასრულების შემდეგ პეკინის გამზირზე ავტობუსებისთვის ხაზი მოეწყობა, სადაც სხვა ტრანსპორტისთვის გადაადგილება შეზღუდული იქნება.

myquiz