ტრამვაის ხაზის გასაყვანად ორი ლოკაცია განისაზღვრა | Allnews.Ge

ტრამვაის ხაზის გასაყვანად ორი ლოკაცია განისაზღვრა

ვფიქრობთ ტრამვაის განვითარებაზე, რომლისთვისაც ორი კორიდორი მოიაზრება, პირველი - მაღლივი-ორთაჭალის 14 კმ-იანი ხაზი, მეორე - დიდი დიღომი-მარჯანიშვილის მოედნის მიმართულებით, ასევე, 14 კმ-იანი ხაზი, - ამის შესახებ Allnews.ge-ს თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ლექვინაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ტრამვაის განვითარება გრძელვადიან პერსპექტივაში იგეგმება, რადგან ამ ეტაპზე ინვესტიციები მეტროსა და ავტობუსებში უნდა განხორციელდეს.

"ტრამვაის ნაწილი არის გრძელვადიანი გეგმა, უახლოესი 3-4 წელიწადი, ბუნებრივია, ამაზე ფიქრი რთული იქნება. ჩვენი სტრატეგიის მიხედვით, პირველ ეტაპზე ინვესტიციები მეტროსა და ავტობუსში უნდა განხორციელდეს, რადგან გაუმჯობესება რეალურად იქ არის საჭირო და ამის შემდეგ შეიძლება ტრამვაის მიმართულების განვითარებაზე ვიფიქროთ," - განმარტა მან.

ქალაქისთვის ტრამვაის დაბრუნება თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ერთ-ერთი საკითხია, რომელიც გეგმაზე მომუშავე ჯგუფის წევრების თქმით, აბსოლუტურად ეკოლოგიურია და თბილისის ქუჩებს ძალიან სჭირდება.

 

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz