ზაფხულში პეკინის ქუჩა დროებით გადაიკეტება | Allnews.Ge

ზაფხულში პეკინის ქუჩა დროებით გადაიკეტება

ერთ-ერთი მსხვილი პროექტი, რომელიც წელს გვაქვს დაგეგმილი, პეკინის ქუჩის რეაბილიტაციაა, რომელიც ზაფხულში განხორციელდება, - ამის შესახებ Allnews.ge-ს თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ლექვინაძემ განუცხადა.

სამუშაოების გამო, ზაფხულში პეკინის ქუჩა დროებით გადაიკეტება. გზის საფარის რეაბილიტაციის სამუშაოები, საცობების განმუხტვისა და საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში განხორციელდება.

გარდა ამისა, თბილისის მერიის გეგმის მიხედვით, 2017 წელს, მარშალ გელოვანისა და ახვლედიანის გზის დამაკავშირებელი მონაკვეთის მშენებლობა, ნაფეტვრები-ახალდაბის დამაკავშირებელი ახალი გზის პროექტირება, თბილისი-რუსთავის დამაკავშირებელი მაგისტრალის მშენებლობის დასრულება, ვაშლიჯვრიდან მარშალ გელოვანის გამზირის მიმართულებით ესტაკადის მოწყობა და რამდენიმე ხიდის რეაბილიტაცია იგეგმება.

 

მარიამ მენაბდიშვილი

2017 წელს თბილისში ვაშლიჯვრის ესტაკადისა და რამდენიმე გზის მშენებლობა იგეგმება

ყვითელი ავტობუსები თბილისში 3 წელში აღარ იმოძრავებენ

myquiz