ლოპოტას ტბაზე არსებული სასტუმროს გაფართოება იგეგმება | Allnews.Ge

ლოპოტას ტბაზე არსებული სასტუმროს გაფართოება იგეგმება

საპარტნიორო ფონდმა შპს "ლოპოტა ინვესტმენტთან" პარტნიორთა შეთანხმებას მოაწერა ხელი, რომელიც ლოპოტას ტბაზე არსებული სასტუმროს გაფართოებას ითვალისწინებს. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ- მინისტრი, მთავრობის წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

როგორც საპარტნიორო ფონდიდან გვაცნობეს, სასტუმრო კომპლექსის გაფართოება მოიცავს დამატებით 85 სასტუმრო ნომერს, ადმინისტრაციულ შენობას, 300 ადგილიან საკონფერენციო დარბაზს, შატოს, რესტორანს, კაფე-ბარს, ფიტნეს კლუბს, დახურულ და ღია საცურაო აუზებს.

პარტნიორთა შეთანხმების მიხედვით, ფონდი ერთობლივად დაფუძნებულ კომპანიაში განახორციელებს 5,400,000 აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციას.

დღეის მდგომარეობით, სასტუმრო 100-ნომრიანია, რომელსაც 180 ადგილიანი საკონფერენციო დარბაზი, 250 პერსონაზე გათვლილი რესტორანი, ოლიმპიური ზომის ღია საცურაო აუზი, სპორტული მოედნები (კალათბურთი, ფეხბურთი, ფრენბურთი), მინიგოლფის მოედანი, ღამის კლუბი, სპა ცენტრი და ტურისტული ინფრასტრუქტურა აქვს. სასტუმრო ასევე ავითარებს საკუთარ მეურნეობას, სადაც ბიო პროდუქტების წარმოებას იწყებს. ამ ეტაპზე დასაქმებულია 160 ადამიანი, საიდანაც 80 ადგილობრივია.

ტურიზმის სექტორში, საპარტნიორო ფონდის მიერ დასრულებული პროექტებია -5 ვარსკვლავიანი "რიქსოს ბორჯომი" ლიკანში, "ჯინო ველნესი" ახალციხეში, "როიალ ბატონი" ყვარელში, და მულტიფუნქციური სპა გამაჯანსაღებელი კურორტი საირმეში.

myquiz