2017 წელს თბილისში ვაშლიჯვრის ესტაკადისა და რამდენიმე გზის მშენებლობა იგეგმება | Allnews.Ge

2017 წელს თბილისში ვაშლიჯვრის ესტაკადისა და რამდენიმე გზის მშენებლობა იგეგმება

2017 წელს თბილისში რამდენიმე გზისა და ვაშლიჯვრისა და მარშალ-გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი ესტაკადის მშენებლობა იგეგმება, - ამის შესახებ Allnews.ge-ს თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ლექვინაძემ განუცხადა.

მისი განმარტებით, აღნიშნული ინფრასტრუქტურული სამუშაოები საცობების განმუხტვისა და საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში განხორციელდება.

"რამდენიმე ახალი გზა დაპროექტდა, მათ შორის ნაფეტვრები-ახალდაბის დამაკავშირებელი გზა. მიმდინარეობს თბილისი-რუსთავის დამაკავშირებელი ავტომაგისტრალის მშენებლობა. ვაშლიჯვრიდან მარშალ გელოვანის გამზირის მიმართულებით ესტაკადის მშენებლობა, სხვა პროექტებთან ერთად, მაშინ დაიწყება, როდესაც მათი პროექტირება საბოლოოდ დასრულდება," - განმარტავს ის.

გარდა ამისა, აღმაშენებლის ხეივანზე ორი საფეხმავლო გადასასვლელი ხიდის მშენებლობაც იგეგმება. თბილისის მერის მოადგილის ინფორმაციით, მიმდინარე წელს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება იგეგმება, რომელიც დახაზვებს, მონიშვნებსა და გადასასვლელების უზრუნველყოფასაც გულისხმობს.

myquiz