ყვითელი ავტობუსები თბილისში 3 წელში აღარ იმოძრავებენ | Allnews.Ge

ყვითელი ავტობუსები თბილისში 3 წელში აღარ იმოძრავებენ

ყვითელი ავტობუსები MAN-ის ფირმის ავტობუსებით უახლოესი 3 წელში სრულად ჩანაცვლდება, - ამის შესახებ Allnews.ge-ს თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ლექვინაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ჩანაცვლების განხორციელება დონორთა მხარდაჭერით ან შიდა რესურსებით განხორციელდება.

"ჩანაცვლების პირველი ეტაპი, MAN-ის ფირმის ახალი ავტობუსების, ევროკავშირისა და EBRD-ის მხარდაჭერით, შეძენა იყო, რომლებიც ძირითად მიმართულებებზე უკვე გამოჩნდნენ. სრულად ჩანაცვლებას უახლოეს სამ წელიწადში ვგეგმავთ," - განმარტა მან.

გარდა ამისა, ლექვინაძის თქმით, დიდ დიღომში ავტობაზის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც მაისში დასრულდება.

"ასეთი მასშტაბური პროექტი თბილისში, ფაქტობრივად 70-იანი წლების მერე არ განხორციელებულა."

377 ავტობუსზე გათვლილი ავტობაზა, ევროპული ტექნოლოგიებით აღიჭურვება და 6 ჰექტარ მიწის ფართობზე აშენდება. თბილისის მერის მოადგილის თქმით, MAN-ის ფირმის ლურჯი ავტობუსები თბილისში სრულად მაისის ბოლოსთვის გამოჩნდება.

 

 

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz