რა შემთხვევაში ისარგებლებენ საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეები საყოველთაო დაზღვევით | Allnews.Ge

რა შემთხვევაში ისარგებლებენ საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეები საყოველთაო დაზღვევით

საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეებს, გეგმიური სტაციონალური მომსახურება, რომელიც შეადგენს 1000-ლარზე ნაკლებს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით აღარ დაუფინანსდებათ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ "რადიო პალიტრის" გადაცემაში "რეზიუმე" განაცხადა. მისი თქმით, საშუალო შემოსავლის მოქალაქეებს, თუკი აქამდე 100%-ით უფინანსდებოდათ გადაუდებელი ამბულატორიული დახმარება, დაუფინანსდებათ 90%-ით და გადაიხდიან 10%-ს.

მისივე განმარტებით, ეს იმდენად ფინანსური დანაზოგი არ არის, რამდენადაც არასაჭირო კვლევებისა და ინტერვენციების დაფინანსება, რაც ირიბად არა მარტო ფინანსური პრობლემაა, არამედ მათი ჯანმრთელობის პრობლემაცაა.

"გეგმიურ სტაციონარულ მომსახურებაში ის, რისი ღირებულებაც არის 1000 ლარზე ნაკლები, უნდა გადაიხადონ თვითონ და სახელმწიფო შეეხიდება მათ 1001 ლარიდან. აქაც თანხის დაზოგვასთან ერთად არასაჭირო ინტერვენციების დაზოგვაა. გეგმიურად სტაციონარში შესაძლოა ადამიანი მოხვდეს ბევრი მიზეზით, მათ შორის ქირურგიული ოპერაციის საჭიროებითაც", - განაცხადა სერგეენკომ.

მისივე თქმით, როდესაც საავადმყოფოს აქვს გარანტია, რომ მთლიანად თანხას იხდის სახელმწიფო, მას მეტი მოტივაცია აქვს, რომ როდესაც არის შანსი, არ გაკეთდეს ოპერაცია, მაინც გააკეთოს. "როდესაც საავადმყოფოს აქვს გარანტია, რომ მთლიანად თანხას იხდის სახელმწიფო, მას მეტი მოტივაცია აქვს, რომ როდესაც არის შანსი, რომ არ გაკეთდეს ოპერაცია, მაინც გააკეთოს და ჩვენ ამას გვაჩვენებს როგორც საერთაშორისო გამოცდილება, ასევე ჩვენი რეალური ანალიზი. სოციალურად დაუცველებში, რომლებსაც თანადაფინანსების ნაწილს ადგილობრივი მუნიციპალიტეტები უხდიან, ქირურგიული ოპერაციების თუ კვლევების რაოდენობა მინიმუმ 1.5-ჯერ აღემატება იგივე ასაკობრივ ჯგუფში იგივე ჯანმრთელობის რისკების მოსახლეობის ჩარევებს", - განაცხადა სერგეენკომ.

მისივე თქმით, ყველაზე მეტად საყოველთაო ჯანდაცვაში განხორციელებული ცვლილებები იგრძნეს მაღალშემოსავლიანებმა. "32 000-დან მხოლოდ 20 000 სარგებლობდა კერძო დაზღვევით. მთლიანობაში, 40 000-ზე მეტი შემოსავალი ვისაც აქვს, არ ექნება საყოველთაო დაზღვევა, საშუალო შემოსავლის მქონეს ან კერძო უნდა ჰქონდეს ან საყოველთაო, ორივე სადაზღვევო პაკეტის პრივილეგია აქვს, ვისაც აქვს 1000 ლარზე ნაკლები შემოსავალი და ვინც არის მიზნობრივ ჯგუფებში - ბავშვი, პედაგოგი და ა.შ.", - განაცხადა სერგეენკომ.

myquiz