საქართველოში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება, მოსალოდნელია სეტყვა | Allnews.Ge

საქართველოში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება, მოსალოდნელია სეტყვა

კვირის ბოლომდე როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება, - ამის შესახებ Allnews.ge-ს "გარემოს ეროვნული სააგენტოს" ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის უფროსმა, სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა.

მისი თქმით, დღეს ხანმოკლე წვიმა მთელ საქართველოშია მოსალოდნელი. 2 მაისს აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა +28ºC-ს მიაღწევს, დასავლეთში +31ºC-მდე გათბება, ხოლო თბილისში +17ºC-ია ნავარაუდევი.

რაც შეეხება მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზს, სვეტლანა ნიორაძის განმარტებით, ხვალ ტემპერატურა როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში +20ºC -დან +25ºC გრადუსამდე გათბება. "თბილისში შენარჩუნდება ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ტემპერატურა +16ºC-დან +22ºC გრადუსამდე იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია მოვიდეს სეტყვა, რომელიც 8 მაისამდე შენარჩუნდება და ძირითადად, კახეთსა და მაღალმთიან რაიონებშია მოსალოდნელი," - განმარტავს ნიორაძე.

4 მაისს როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით იწვიმებს.

"ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღისით +17ºC-დან +22ºC გრადუსამდე შენარჩუნდება, აღმოსავლეთ საქართველოში +21º-დან +26º-მდე გათბება. თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ტემპერატურა +24ºC გრადუსამდე აიწევს," - განმარტავს სვეტლანა ნიორაძე.

5 მაისს შენარჩუნდება ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +20ºC-დან +25ºC გრადუსამდე გათბება, ხოლო აღმოსავლეთში +22ºC-დან +27ºC გრადუსამდე.

myquiz