ზესტაფონის ქუჩაზე მდებარე კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს | Allnews.Ge

ზესტაფონის ქუჩაზე მდებარე კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს

ზესტაფონის ქ. #19ა-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. როგორც ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ განაცხადა, ევაკუაციის მიზეზი კორპუსში მიმდინარე გამაგრებითი სამუშაოებია.

"დღეს კეთილმოწყობის სამსახურმა დაიწყო კორპუსის გამაგრების სამუშაოები, რის შემდეგაც საჭირო გახდა, რომ მოქალაქეების ევაკუაცია მომხდარიყო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე. სპეციალური აპარატურით სამუშოებმა გამოიწვია გარკვეული ნგრევები. გამგეობის თანამშრომლები ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდნენ. მიმდინარეობს მოსახლეობის აღწერა. ვისაც საჭიროება ექნება, რომ დავაკმაყოფილოთ დროებითი ფართით, გამგეობა ამას უზრუნველყოფს", - განაცხადა გამგებელმა.

მისივე თქმით, ერთი კვირის შემდეგ იქნება ცნობილი, თუ რა დროში მოხდება კორპუსის სრული გამაგრება.

myquiz