თბილისში ცხოველთა განმეორებითი/საკონტროლო რეგისტრაცია დაიწყო | Allnews.Ge

თბილისში ცხოველთა განმეორებითი/საკონტროლო რეგისტრაცია დაიწყო

განმეორებითი/საკონტროლო რეგისტრაციის შესახებ ჩვენს კითხვებს პასუხობს სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორის მოადგილე, ლერი ქვარაია:

- რას გულისხმობს და რა პროცედურებს მოიცავს განმეორებითი რეგისტრაცია?

- განმეორებითი რეგისტრაციის ვალდებულება აკისრია როგორც პატრონს, ასევე მიმკედლებელს. პირველადი რეგისტრაციის მომენტიდან როგორც პატრონიანი, ასევე მიკედლებული ცხოველები, გადიან განმეორებით ანუ საკონტროლო რეგისტრაციას. ეს, პირველ რიგში, ანტირაბიული ვაქცინაციის ჩატარების კონტროლის მექანიზმს წარმოადგენს. ამასთანავე, კონტროლდება, არის თუ არა ცხოველი ცოცხალი, რა მდგომარეობაშია და რამდენად სრულდება სხვა ვალდებულებები.

მიკედლებული ცხოველების განმეორებითი რეგისტრაციის პროცედურა მაქსიმალურად გავამარტივეთ.

ჩვენი თანამშრომელი ერთწლიანი ვადის გასვლის შემდეგ უკავშირდება მიმკედლებელს და აფრთხილებს, რომ მის ცხოველს ანტირაბიული რევაქცინაციის ჩატარება უწვეს. თუ მიმკედლებელი გვეუბნება, რომ ცხოველი რევაქცინირებულია, მაშინ ვინიშნავთ ვაქცინაციის ჩატარების თარიღს და ვთხოვთ, რომ ერთი კვირის ვადაში ჩვენს მიერ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე მოგვმართოს განცხადებით საკონტროლო რეგისტრაციის ჩატარების თაობაზე და მოგვაწოდოს ცხოველის სურათი, სადაც საიდენტიფიკაციო ბირკის ნომერი ჩანს.

მომავალ წელს მსგავსი პროცედურა არ იქნება - ჩვენ შეხსენება არ გვევალება, ამიტომ თვითონ უნდა დაგვიკავშირდნენ, მოგვაწოდონ ფოტომასალა და, ამასთან ერთად, უნდა წარმოადგინოს ანტირაბიული ვაქცინაციის ჩატარების დამადასტურებელი რაიმე მასალა - ან ვაქცინის სტიკერი ან ვეტექიმის მიერ გაცემული ცნობა ან ფოტო-ვიდეო მასალა. თუ ძაღლი არ არის ვაქცინირებული, მაშინ მიმკედლებელთან ვთანხმდებით კონკრეტულ დროსა და ადგილზე, ვცრით ძაღლს და ვარტყამთ ბეჭედს.

რაც შეეხება პატრონიან ცხოველებს, თბილისში 43 ოფიციალური მარეგისტრირებელია, სადაც პატრონს შეუძლია თავისი ცხოველი საკონტროლო რეგისტრაციას მიზნით მიიყვანოს. საკონტროლო რეგისტრაცია ყველგან უფასოა. წაიკითხეთ გაგრძელება

myquiz