საბჭოს მოედანზე ქვეითად მოსიარულე ქალს ავტომობილი დაეჯახა | Allnews.Ge

საბჭოს მოედანზე ქვეითად მოსიარულე ქალს ავტომობილი დაეჯახა

თბილისში, საბჭოს მოედანზე ქვეითად მოსიარულე ქალს ავტომობილი დაეჯახა. დაშავებილი თავის ტრავმებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც სასწრაფო დახმარების პრესსამსახურში განაცხადეს, ქალბატონის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

myquiz