"რიყე-ნარიყალას" საბაგირო გზით სარგებლობაზე ტარიფი იზრდება | Allnews.Ge

"რიყე-ნარიყალას" საბაგირო გზით სარგებლობაზე ტარიფი იზრდება

თბილისში "რიყე-ნარიყალას" საბაგირო გზით სარგებლობაზე ტარიფი იზრდება. საბაგიროთი სარგებლობის მსურველებს აქამდე დაწესებული ერთი ლარის ნაცვლად, ამის შემდეგ 2,5 ლარის გადახდა მოუწევთ. ცვლილებას დადებითი რეკომენდაცია თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიამ მისცა. უცვლელი რჩება "ჭავჭავაძის გამზირი - კუსტბა" საბაგიროთი სარგებლობის ტარიფი.

თავდაპირველად, თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის მიერ თბილისის საკრებულოში შეტანილი ცვლილება ორივე საბაგიროთი მგზავრობის ტარიფის ლარიდან ორ ლარამდე ზრდას ითვალისწინებდა, თუმცა, მაშინ პროექტმა დადებითი რეკომენდაცია ვერ მიიღო და მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს შესაბამისი კორექტივების შესატანად დაუბრუნდა.

კობახიძემ განმარტა, რომ "რიყე-ნარიყალას" საბაგიროთი, ძირითადად, ტურისტები სარგებლობენ, რომლებისთვისაც მომატებული ტარიფიც მისაღები იქნება, ხოლო "ჭავჭავაძის გამზირი-კუს ტბით" მოსარგებლე ადგილობრივი მოსახლეობისთვის ორ ლარამდე გაზრდილი ტარიფი მნიშვნელოვანი დარტყმა იქნებოდა.

myquiz