რამდენი თანამშრომელი ჰყავს ფინეთის განათლების სამინისტროს | Allnews.Ge

რამდენი თანამშრომელი ჰყავს ფინეთის განათლების სამინისტროს

ფინეთში განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანამშრომელთა რაოდენობა 248-ს შეადგენს, მაშინ როდესაც საქართველოს შემთხვევაში, მხოლოდ განათლების სამინისტროში 341 თანამშრომელია დასაქმებული. ამის შესახებ "ახალი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს.

ხაბეიშვილის თქმით, საქართველოში განათლების, კულტურისა და სპორტის სამინიტროებში დასაქმებულთა რაოდენობა 800-ზე მეტია, რაც ფაქტობრივად ორნახევარჯერ აღემატება ფინეთის მაგალითს.

აღნიშნული ინფორმაცია, ლევან ხაბეიშვილის თქმით, "ახალმა საქართველომ" ფინეთის უწყებიდან გამოითხოვა.

"სამ სამინისტროში დასაქმებულთა რაოდენობა 800 - ზე მეტია, რაც ფაქტობრივად ორნახევარჯერ აღემატება ფინეთის მაგალითს.

აღსანიშნავია, რომ ფინეთი ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა ევროპაში განათლების კუთხით და მისი სწავლის მოდელი - ფინური მოდელი, საქვეყნოდაა ცნობილი.

ფინეთი მოსახლეობის რაოდენობით თითქმის ორჯერ მეტია საქართველოზე. ტერიტორიულად კი ხუთჯერ აღემატება ჩვენს ქვეყანას", - წერს ხაბეიშვილი.

myquiz