"სმარტი" დიდი ზომის სუპერმარკეტების დახურვას აპირებს | Allnews.Ge

"სმარტი" დიდი ზომის სუპერმარკეტების დახურვას აპირებს

სუპერმარკეტების ქსელი "სმარტის" ერთ-ერთი ობიექტი გლდანში დაახლოებით, ერთი თვის წინ დაიხურა, კომერციულ ფართში ოპერირებას "კარფური" გააგრძელებს,- ამის შესახებ Allnews.ge-ს "სმარტის" მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა, ნატალია დარჩიაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, სუპერმარკეტის დახურვის მიზეზი, კომპანიის შეცვლილი სტრატეგიაა, რომელიც საშუალო ფორმატის სუპერმარკეტებზე გადასვლას გულისხმობს. ნატალია დარჩიაშვილის თქმით, დიდი ზომის ობიექტები ფინანსურად ნაკლებად მომგებიანია.

"სამომავლო გეგმების მიხედვით, ვაპირებთ, მთელი საქართველოს მასშტაბით, გავაფართოვოთ საშუალო ფორმატის სუპერმარკეტების ქსელი" - განმარტავს ის, თუმცა, კონკრეტულად ვერ ადასტურებს, განაგრძობს თუ არა ფუნქციონირებას რუსთაველისა და ჭავჭავაძის გამზირებზე განთავსებული დიდი ობიექტები.

ნატალია დარჩიაშვილის თქმით, საშუალო ფორმატის სუპერმარკეტები, 2018 წლიდან გამოჩნდება, ხოლო ის ობიექტები რომლებიც "ვისოლის" ბენზინგასამართ სადგურებზეა, ფუნქციონირებას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს.

აღსანიშნავია, რომ "სმარტის" სუპერმარკეტების ქსელი "ვისოლ გრუპს" ეკუთვნის.

 

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz