რა შემთხვევაში არ გაგიწვევენ ჯარში | Allnews.Ge

რა შემთხვევაში არ გაგიწვევენ ჯარში

სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევას 18-დან 27 წლამდე ასაკის მოქალაქეები ექვემდებარებიან. რა შემთხვევაში არ გაიწვევენ ახალგაზრდებს ჯარში და რას გულისხმობს ე.წ. დაბრაკვა, Allnews.ge მობილიზაციისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის კოორდინირების დეპარტმაენტის უფროსს, გოჩა ხარშილაძეს ესაუბრა.

-რა შემთხვევაში არ გაიწვევენ მოქალაქეს სამხედრო სამსახურში?

- ე.წ. დაბრაკვა სამედიცინო ტერმინია, ზოგადად ეს არის შეზღუდულად ვარგისად ცნობა ან დროებით უვარგისად ცნობა. "დაბრაკვა" მხოლოდ სამედიცინო გადაწყვეტილების საფუძველზე ხდება. ცალკე საკითხია, სხვა მიზეზები, რომლის გამოც მოქალაქის ჯარში გაწვევა არ ხდება.

სამხედრო სამსახურში გაწვევისგან თავისუფლდება:

- ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამხედრო სამსახურისათვის უვარგისად ცნობილი პირი;

- პირი რომელმაც სამხედრო სამსახური სხვა სახელმწიფოს სამხედრო ძალებში გაიარა;

- პირი, რომელიც სისხლის სამართლის მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის არის ნასამართლევი;

- პირი, რომელმაც გაიარაარა სამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური;

- ერთადერთი ვაჟი ოჯახში, რომლის ერთი წევრი მაინც დაიღუპა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში ან სამხედრო სამსახურის გავლისას;

- საქართველოს პარლამენტის წევრი; საქართველოს პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისაგან გაათავისუფლოს განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული წვევამდელი.

- სამხედრო ვალდებულებისაგან თავისუფლდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი.

რაც შეეხება, სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადებას, წვევამდელს სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება, თუ:

- ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამხედრო სამსახურისთვის დროებით (ერთ წლამდე ვადით) უვარგისად არის ცნობილი;

- სამხედრო სამსახურისთვის შეზღუდულად ვარგისად არის ცნობილი;

- მის მიმართ მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი დევნა–შესაბამისი ორგანოების მიერ სათანადო გადაწყვეტილების მიღებამდე;

- არის უმაღლესი ან საშუალო სპეციალური სასწავლებლის სტუდენტი და ჩარიცხული იყო სამხედრო კათედრაზე;

- მან გადაიხადა სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადებისათვის"სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ"საქართველოს კანონით დადგენილი მოსაკრებელი;

- არის ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლე – 20 წლისასაკამდე;

- არის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ოჯახის წევრთან (მეუღლე, დედა, მამა, და, ძმა, ბებია, ბაბუა) მუდმივადმ ცხოვრები (შესაბამის მისამართზე რეგისტრირებული) პირი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობს სრულწლოვანი ოჯახის წევრი, რომელსაც არ აქვს დადგენილი შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.

- თუ ოჯახის წევრთან ცხოვრობს (ცხოვრობენ) პირი (პირები), რომელიც (რომლებიც) ასევე ექვემდებარება (ექვემდებარებიან) სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლას, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაიწვევა (გაიწვევიან) ასაკით უფროსი პირი (პირები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასაკით უმცროსი პირი ნებაყოფლობით გამოხატავს წერილობით თანხმობას სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლაზე;

- ჰყავს ორი ან ორზე მეტი შვილი;

- მის კმაყოფაზეა არასრულწლოვანი და ან ძმა;

- არის მღვდელთ მსახური ან სწავლობს სასულიერო სასწავლებელში;

- არის დედისერთა;

- მუშაობს სოფელში მასწავლებლად ან ექიმად;

- გაწვევის გადავადების უფლება მინიჭებული აქვს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ;

- ჰყავს ერთი შვილი–შვილის შეძენის დღიდან სამი წლის ვადით;

- მინიჭებული აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და ეწევა პედაგოგიურ ან სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას.

უფრო ვრცალდ ამ საკითხზე მოქალაქებს შეუძლიათ ნახონ სახელმწიფო კანონი ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურების შესახებ, მუხლი 29-30.

თეა ბეჟიტაშვილი

myquiz