ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე ძლიერი ქარია მოსალოდნელი | Allnews.Ge

ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე ძლიერი ქარია მოსალოდნელი

27 - 28 აპრილს ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი, დროგამოშვებით - ძალიან ძლიერი ქარი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +22, +27 აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +18, + 23 გრადუსი იქნება.

29 – 30 აპრილს საქართველოს ცალკეულ რაიონებში, სითბოს ფონზე, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

myquiz