ირაკლი სესიაშვილი მის შვილთან დაკავშირებულ ინფორმაციას ტყუილს უწოდებს | Allnews.Ge

ირაკლი სესიაშვილი მის შვილთან დაკავშირებულ ინფორმაციას ტყუილს უწოდებს

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი მის შვილთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებებს სიბინძურეს, ტყუილს და საძაგლობას უწოდებს.

როგორც სესიაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მისი შვილი არის უწესიერესი ახალგაზრდა, რომელიც მთლიანად ორიენტირებულია სწავლა-განათლებაზე. ამასთან, მისივე თქმით, დავით სესიაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ანალიტიკურ დეპარტამენტში უკვე მუშაობს და ის საკმაოდ პერსპექტიულია.

"ასეთი სიბინძურე, ასეთი ტყუილი, ასეთი საძაგლობა არ გამიგია. უწესიერესი, უმაგრესი შვილი მყავს, რომელიც მთლიანად ორიენტირებულია სწავლა-განათლებაზე. ასეთი გამოგონილი სიბინძურე და ტყუილი არასდროს მინახავს. ამისთვის პასუხს აგებენ. ახალგაზრდა კაცს რომ ასეთ რამეს დააბრალებ, იმისთვის, რათა 3 წუთი გამოჩნდე ტელევიზორში, ამაზე პასუხი უნდა აგო", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა და აღნიშნა, რომ რეაგირებისთვის კონსულტაციებს იურისტებთან გაივლის.

myquiz