ბათუმში, ლიფტის შახტაში 60 წლამდე მამაკაცი ჩავარდა | Allnews.Ge

ბათუმში, ლიფტის შახტაში 60 წლამდე მამაკაცი ჩავარდა

ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მშენებარე კორპუსში არსებულ ლიფტის შახტაში 60 წლამდე მამაკაცი ჩავარდა. როგორც ჩვენი კორესპონდენტი ბათუმიდან იუწყება, მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე სამაშველო და სასწრაფო დახმარების სამსახურის ბრიგადები არიან მობილიზებული.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო-სამშენებლო ნორმების უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

myquiz