ვის აქვს ნახევარ განაკვეთზე მუშაობის მოთხოვნის უფლება საქართველოში | Allnews.Ge

ვის აქვს ნახევარ განაკვეთზე მუშაობის მოთხოვნის უფლება საქართველოში

მთავრობამ საჯარო სამსახურში ნახევარ განაკვეთზე მუშაობის, ღამის საათებში, დასვენებისა და უქმე დღეებში, ასევე ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობის წესი დაამტკიცა.

როგორც დადგენილებაშია ნათქვამი, ნახევარ განაკვეთზე მუშაობის უფლება შეიძლება მიეცეს მოხელეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, 1 წლამდე ასაკის ბავშვის აღზრდის, აგრეთვე ორსულობის პერიოდში, მისივე მოთხოვნის საფუძველზე.

დადგენილების თანახმად, ნახევარ განაკვეთზე გადაყვანილი მოხელის სამუშაო დროის ხანგრძლივობა განისაზღვრება საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის ან საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ, რაც არ უნდა იყოს დღეში 4 საათზე ნაკლები.

"მოხელე ნახევარ განაკვეთზე მუშაობს:

ა) ჯანმთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებამდე, რაც შესაბამისად დასტურდება სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული დასკვნით; ბ) ბავშვის 1 წლის ასაკის მღწევამდე;

გ) მოხელე ქალის შემთხვევაში - მშობიარობამდე;

დ) მოხელის მიერ ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულების აღებამდე", - ნათქვამია დადგენილებაში.

ამასთან, დადგენილების თანახმად, ნახევარ განაკვეთზე მყოფ მოხელეს უნარჩუნდება "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებები, გარანტიები და მოვალეობები.

myquiz