ქუთაისის შემოვლით გზაზე ავარიას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა | Allnews.Ge

ქუთაისის შემოვლით გზაზე ავარიას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 7 თვის ორსული ქალბატონია.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევაში სამი ავტომობილი ფიგურირებს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

myquiz