24 აპრილს ძლიერი ქარია მოსალოდნელი | Allnews.Ge

24 აპრილს ძლიერი ქარია მოსალოდნელი

საქართველოს უმეტეს რაიონში 24 აპრილს ძლიერი ქარია მოსალოდნელი. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოდან გვაცნობეს, 23 აპრილს შავ ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი. დღის მეორე ნახევარში სანაპირო რაიონებში შესაძლებელია ქარის შკვალური გაძლიერება.

24 აპრილს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია ძლიერი ქარი. შავი ზღვის სანაპიროზე, ასევე თბილისის გარეუბნებში ქარის სიჩქარე წამში 26-28 მეტრს მიაღწევს. მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია თოვლი და ქარბუქი.

24-25 აპრილს საქართველოში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 10-16 გრადუსია მოსალოდნელი.

თბილისში, 24 აპრილს ღამის საათებში კვლავ გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი, რომელიც 25 აპრილსაც შენარჩუნდება. შესაბამისად, 24-25 აპრილს დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 13-15 გრადუსია მოსალოდნელია.

საქართველოში 26 აპრილიდან გამოიდარებს.

myquiz