საბერძნეთში მოხუცის გადარჩენის მცდელობისას დაშავებული ქართველი ქალი გარდაიცვალა | Allnews.Ge

საბერძნეთში მოხუცის გადარჩენის მცდელობისას დაშავებული ქართველი ქალი გარდაიცვალა

ათენში მოხუცის გადარჩენის მცდელობისას დაშავებული საქართველოს მოქალაქე ნატო ჭანტურია გარდაიცვალა, - ინფორმაციას ამის შესახებ ქართველ მიგრანტთა საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

ნატო ჭანტურიას გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია საბერძნეთში საქართველოს საელჩოს მიეწოდა. ათენის ქართველ მიგრანტთა საინფორმაციო ცენტრი გარდაცვლილის ოჯახის წევრებს თანაგრძნობას და თანადგომას უცხადებს.

შეგახსენებთ, რომ ხანძარი ათენში, კალითიის მუნიციპალიტეტში 16 აპრილს მოხდა. შედეგად ადგილზე გარდაიცვალა 72 წლის ქალი. სახლში ასევე იმყოფებოდა ასაკოვანი მამაკაცი და ქართველი ემიგრანტი, რომელიც აღნიშნულ ოჯახში დამხმარედ მუშაობდა. მამაკაცი ამჟამადაც საავადმყოფოში რჩება. ნატო ჭანტურია კი, რომელსაც სხეულის 65%-იანი დამწვრობა ჰქონდა მიღებული, 22 აპრილს გარდაიცვალა.

myquiz