შარტავას ქუჩაზე მშენებარე ობიექტის 21-ე სართულიდან მუშა გადმოვარდა | Allnews.Ge

შარტავას ქუჩაზე მშენებარე ობიექტის 21-ე სართულიდან მუშა გადმოვარდა

თბილისში, შარტავას ქ. #31-ში მშენებარე ობიექტზე ერთი პირი გარდაიცვალა. როგორც თვითმხილველებმა განაცხადეს, შემთხვევა დილით მოხდა.

"მონტაჟზე მუშაობდა, პატარა ბიჭი იყო, დაახლოებით 20 წლის. 21-ე სართულიდან გადმოვარდნილა, როგორც გავიგე", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" მშენებარე ობიექტზე მომუშავე პირმა.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. დაწყებულია გამოძიება.

myquiz