ძლიერი ქარის შედეგები თბილისში | Allnews.Ge

ძლიერი ქარის შედეგები თბილისში

ძლიერი ქარის გამო საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში თბილისის გარკვეული უბნებიდან და რუსთავიდან გამოძახებებმა მოიმატა.

როგოც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განაცხადეს, გამოძახებები ძირითადად დაფიქსირდა ვარკეთილში, დიდ დიღომში, გლდანში, ნუცუბიძის პლატოსა და ასევე რუსთავში.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ძლიერმა ქარმა ძირითადად, რამდენიმე ადგილზე ხეებს ტოტები მოტეხა. ასევე სარეკლამო ბანერები და საცხოვრებელი სახლების სახურავები დააზიანა. გარდა ამისა, რამდენიმე ადგილზე დაზიანებულია ავტომანქანები.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ დაშავებულები არ არიან.

myquiz