რის მიმართ აქვთ ალერგია თბილისელებს | Allnews.Ge

რის მიმართ აქვთ ალერგია თბილისელებს

თბილისელების უმრავლესობა არ არის ალერგიული (75%), - ამის შესახებ ნათქვამია "ეისითის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, დედაქალაქის მაცხოვრებლების 7% ალერგიულია მცენარეების მიმართ. თბილისელების 6%-ს აქვს მტვრის მიმართ ალერგია. მსგავსი წილით გვხვდებიან გარკვეული წამლების მიმართ ალერგიული თბილისელებიც (6%).

კვლევამ აჩვენა, რომ თბილისის მოსახლეობის 3%-ს ზოგირთ საჭმელზე აქვს ალერგია. თბილისელებში ყველაზე ნაკლებად არის გავრცელებული ცხოველების მიმართ ალერგია (1%) და ალერგია სასმელებზე (1%).

ინფოგრაფიკა ეკუთვნის "ეისითის"

myquiz